Wednesday, January 5, 2011

უზომოდ მიყვარხარ.. ♥


ხო.. ესე იგი..)) არც ვიცი რატო გადავწყვიტე რო ბლოგერი გამეხსნა და ახალი პოსტი დამეწერა)) იქნებ იმიტო რო იძულებული ვარ არ დავიძინო)) იმიტო რო დედაჩემი მყავს დილით გასაღვიძებელი)) ან იქნებ უბრალოდ იმიტო რო ძაან მომენატრე :> მოკლედ ვერ გაიგებ)) არა რო მომენატრე ეგ ხო ისედაც ვიცოდი მარა)) უუფ.. რავიცი.. მე საერთოდ ესეც ჩანაჭერებში არასდროს ვიტყუებ)) იმიტომ რო ვიცი ამას ჩემ გარდა ვერავინ კითხულობს და მე თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებ)) პრინციპში არც არაფერში მჭირდება)) აშკარად ძალიან გადავუხვიე თემას..)) იმას ვამბობდი რო ძალიან მომენატრე და ძალიან მჭირდები)) იცი? უბრალოდ ვერ ვხვდები რა გავაკეთო.)) შენი არ იყოს ყველაზე მეტად გაურკვევლობას ვერ ვიტან)) მარა რა ვქნა? მიუხედავად იმისა რო ვიცი გამოსავალი.. არ ვიცი.. უბრალოდ ჩემი თავის იმედი არ მაქვს)).. უბრალოდ არ ვიცი რო გადავიტან შედეგს.. არა კი ვიმედოვნებ რო გადასატანი არაფერი იქნება.. ვიმედოვნებ რო ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა.. და როგორც შენ გინდა)) ისე როგორც ჩვენ გაგვიხარდება)) ისე როგორც ჩვენ ვიქნებით ბედნიერები)) ისე როგორც მე და შენ.. მე და შენ გვეყვარება ერთმანეთი..)) უფრო სწორად გვიყვარს.. უბრალოდ შენ ჯერ მაგას ვერ ხვდები)) მარა დამიჯერე..)) სულ მალე.. სულ მალე შეგახსენებ თავს ჩემო სიცოცხლე)) აი ისე ვერ გეუბნები.. მარა სხვა გზა არ მაქვს.. ისევ აქ თუ დავწერ)) ყველას მოლოცვას..)) ყველას საჩუქარს.. საერთოდ ყველას მირჩევნია შენ მომილოცო.. შენ მაჩუქო.. შენ მყავდე : და ვერაფრით ვერ ვიგებ რატოა ეს ასე ძნელი.. უფრო სწორად ვერ ვიგებ.. რატო ვარ ასეთი სულსწრაფი.. რატო? : რატო არ ვუფიქრდები არაფერს? როდემდე შეიძლება ასე იდიოტივით გელოდო? : ხო იცი არა? ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ... უზომოდ მიყვარხარ.. ♥

No comments:

Post a Comment