Saturday, April 17, 2010

რა საშინლად ვარ ვერავინ წარმოიდგენს. . იცი? ვერც შენ მიხვდები რამდენი ხანი ველოდი იმ დღის დადგომას როცა შენ ხმას გავიგებდი. . როცა იქნებოდა ის. . რასაც მე სიყვარულს ვეძახდი. . თუმცა ერთს კი ვხვდები. . რო ამდენი ხნის განმავლობაში ურთიერთობა თუ ვერ აგვეწყო ჩემი ბრალი სულაც არ ყოფილა. . არა მართლა არ მესმის. . ყველა ჩემი გარშემომყოფი ხალხი იმას ჩამჩიჩინებდა არ უყვარხარო. . მე კი რა სულელი ვიყავი. . ან იქნებ იმდენად მინდოდა ეს სიყვარული ყოფილიყო რომ რეალობას თვალი ვერ გავუსწორე. . უბრალოდ მეშინოდა. . : | მაგრამ არაუშავს. . შეიძლება ეხლა გვიანია თან ძალიან. . მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები რო მსგავსი რამ არ დამემართოს. . უკვე ყველა ადამიანისადმი მაქვს ნდობა დაკარგული. . რო ვიცი რო ვუყვარვარ ზიზღის თვალით ვუყურებ. . იმიტო რო ვფიქრობ. . ყველა ისე მომექცევა როგორც შენ. . მაგრამ ხალხი ერთს ვერ ხვდება. . მე თქვენი სინანული არ მჭირდება. . მე მირჩევნია საერთოდ ვერ დამაფასონ. . ვიდრე 5 წლის მერე მიხვდნენ რა დაკარგეს. . :))

No comments:

Post a Comment